კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 9 ქულა „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 9 ქულა „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართა და 94:116 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 27 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 9 ქულა და 7 მოხსნა, 2 დაფარება, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა სამი ორქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 19 ქულა ჰქონდა იმანუელ ქუიკლის.

ქართველი მოთამაშის გუნდისთვის, ზედიზედ ცხრა გამარჯვების შემდეგ, აღნიშნული მარცხი ზედიზედ მეორე იყო. ჯამში, 14 მოგებითა და 7 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 3 დეკემბერს „პორტლენდთან“ ჩაატარებს.