კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა „ნიუ ორლეანსთან“ მატჩში #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა „ნიუ ორლეანსთან“ მატჩში #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ნიუ ორლეანს პელიკანსთან“ გამართა და 111:122 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო. მის ანგარიშზე 8 ქულა, 5 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება იყო. მამუკელაშვილმა ორი სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო იმანუელ ქუიკლი, რომელმაც მატჩი 25 ქულით დაასრულა.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 36 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.