კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 22 ქულა - „ტორონტომ“ „საკრამენტო“ დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 22 ქულა - „ტორონტომ“ „საკრამენტო“ დაამარცხა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „საკრამენტოსთან“ გამართა და 122:109 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან თავის გუნდს 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუკელაშვილმა სამი სამქულიანი, ხუთი ორქულიანი და სამი საჯარიმო გამოიყენა.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ქართველ მოთამაშეზე მეტი ქულა მხოლოდ ორმა მოთამაშემ ჩააგდო, სკოტი ბარნსმა და ბრენდონ ინგრემმა – ორივე მათგანს 23 ქულა ჰქონდა.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 27 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.