კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 17 ქულა „საკრამენტოსთან“ შეხვედრაში #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „საკრამენტო კინგსთან“ გამართა და 115:123 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 33 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და ერთი ჩაჭრა შესძინა. თამაშიდან ქართველმა მოთამაშემ შვიდი ბურთი ჩააგდო.
„ტორონტოს“ რიგებში 20-20 ქულა ჰქონდათ ბარეტსა და კოლინ მარი-ბოილსს, ხოლო 18 ქულით დაასრულა თამაში იაკობ პოელტლმა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 42 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 მატჩი დარჩა.