კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 17 ქულა და „ტორონტოს“ გამარჯვება „ინდიანასთან“ #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 17 ქულა და „ტორონტოს“ გამარჯვება „ინდიანასთან“ #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ინდიანასთან“ გამართა და 122:104 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან თავის გუნდს 17 ქულა, 4 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუკელაშვილმა სამი სამქულიანი, სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო გამოიყენა.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ქართველ მოთამაშეზე მეტი ქულა მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩააგდო, სკოტი ბარნსმა (25) და არ ჯეი ბარეტმა (25).

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 32 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.