კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 15 ქულა და „ტორონტოს“ გამარჯვება „მილუოკისთან“ #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „მილუოკისთან“ გამართა და 122:94 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან თავის გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა თამაშიდან ექვსი ბურთი ჩააგდო.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში ქართველ მოთამაშეზე მეტი ქულა მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩააგდო, იმანუელ ქუიკლიმ (32) და ბრენდონ ინგრემმა (22).
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 34 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.