კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 14 ქულა - „ტორონტომ“ „მაიამი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „მაიამი ჰიტთან“ გამართა და 112:91 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 27 წუთი მიიღო და ნაყოფიერად გამოიყენა. მამუკელაშვილმა 14 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა გუნდს – მან ოთხი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს, 18 – იმანუელ ქუიკლის.

ქართველი მოთამაშის გუნდი, ჯამში, 18 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 27 დეკემბერს „ვაშინგტონ უიზარდსთან“ ჩაატარებს.