კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 14 ქულა „ბოსტონ სელტიქსთან“ შეხვედრაში [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართა და 113:121 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 14 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. „ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს.
რაც შეეხება „ბოსტონს“, 30 ქულა ჩააგდო ჯეილენ ბრაუნმა, 27 – დერიკ უაითმა.
ქართველი მოთამაშის გუნდი, ჯამში, 15 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 10 დეკემბერს „ნიუ იორკ ნიქსთან“ ჩაატარებს.