კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა „კლიპერსის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ გამართა და 94:119 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 15 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 13 ქულა და 7 მოხსნა იყო. მამუკელაშვილმა მეტოქის ფარს 7-ჯერ შეუტია, საიდანაც 5 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა, მათ შორის 3 სამქულიანი.
„ტორონტოს“ რიგებში ქართველ მოთამაშეზე მეტი ქულა მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა, ბრენდონ ინგრემმა დააგროვა – 18.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 40 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.