კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და გამარჯვება „გოლდენ სტეიტთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე  „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ გამართა და 141:127 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო. მამუკელაშვილმა 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება ჩაიწერა აქტივში – მან ხუთი ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ჰქონდა იმანუელ ქუიკლის, ხოლო სკოტი ბარნსმა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა, 25 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.

ქართველი მოთამაშის გუნდი, ჯამში, 19 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 30 დეკემბერს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქთან“ ჩაატარებს.