კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა და გამარჯვება „ბრუკლინ ნეტსთან“ #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა და გამარჯვება „ბრუკლინ ნეტსთან“ #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართა და 119:109 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი მიმდინარე სეზონში პირველად იყო გუნდის ძირითად ხუთეულში, მან მწვრთნელისგან 26 წუთი მიიღო და თავის გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა სამი ორქულიანი და ორი სამქულიანი ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 17 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს.

ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იყო, ჯამში, 12 მოგებითა და 5 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 25 ნოემბერს „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩაატარებს.

„ორლანდო მეჯიქის“ რიგებში არ უთამაშია გოგა ბითაძეს, რომლის გუნდიც სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ 129:138 დამარცხდა. პირველი ინფორმაციით, ის გუნდის ძირითად ხუთეულში უნდა ყოფილიყო, თუმცა მატჩამდე ტრავმა მიიღო.

ფლორიდის წარმომადგენელი ამჟამად NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 გამარჯვებითა და 8 მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს.