კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა - „ტორონტომ“ „მაიამი“ დაამარცხა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტთან“ გამართა და 121:95 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 22 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 11 ქულა, 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. თამაშიდან ქართველმა მოთამაშემ 4 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა ერთი საჯარიმო.
„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო 25 ქულით სკოტი ბარნსი იყო, 23 ქულით დაასრულა შეხვედრა ბრენდონ ინგრემმა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 44 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 მატჩი დარჩა.