კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა „მინესოტასთან“ მატჩში #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, „მინესოტა ტიმბერვუვზთან“ გამართა და 107:115 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 24 წუთი მიიღო. მის ანგარიშზე 11 ქულა, 2 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება იყო. მამუკელაშვილმა ოთხი ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.
„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ბარეტი, რომელმაც მატჩი 25 ქულით დაასრულა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 35 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.