კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა და „ტორონტოს“ გამარჯვება „მაიამისთან“ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „მაიამი ჰიტთან“ გამართა და 106:96 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 18 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 28 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს. მატჩი ორმაგი დუბლით, 17 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა სკოტი ბარნსმა.
ქართველი მოთამაშის გუნდი, ჯამში, 16 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 19 დეკემბერს „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებს.