კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა და გამარჯვება „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და 112:101 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 18 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა ერთი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 6 საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში 20 ქულა ჰქონდა სამ კალათბურთელს – ბარეტს, ბეტლსა და ინგრემს, ხოლო შეხვედრის ბომბარდირი „კლივლენდის“ მოთამაშე მობლი გახდა 29 ქულით.
მამუკელაშვილის გუნდს 2 მოგება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯერ პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 3 ნოემბერს „მემფის გრიზლისთან“ ჩაატარებს.