კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა „მემფისთან“ შეხვედრაში #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა „მემფისთან“ შეხვედრაში #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „მემფის გრიზლისთან“ გამართა და 128:96 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 21 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა ბარეტს ჰქონდა.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 43 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 მატჩი დარჩა.