კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ რიგებში „ნიუ იორკთან“ შეხვედრაში საუკეთესო იყო #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ რიგებში „ნიუ იორკთან“ შეხვედრაში საუკეთესო იყო #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართა და 95:112 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო – 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 5 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა 4 საჯარიმო.

„ტორონტოს“ რიგებში სანდრო მამუკელაშვილის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს – 16.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ 45 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდს ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, 13 აპრილს „ბრუკლინთან“.