კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ 13 ქულით დაუბრუნდა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ 13 ქულით დაუბრუნდა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ გამართა და 117:121 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მან მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 13 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუკელაშვილმა ექვსი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 24 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 24 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.