კალათბურთი | საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთსა და გერმანიას შეხვდება #1TVSPORT
კალათბურთი | საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთსა და გერმანიას შეხვდება #1TVSPORT

მიუნხენში გაიმართა პარიზის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის წილისყრა.

მამაკაცთა და ქალთა ტურნირებზე 12-12 გუნდი სამ-სამ ჯგუფში განაწილდა.

 

მამაკაცთა ტურნირი

A ჯგუფი: ავსტრალია, კანადა, საბერძნეთის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული, ესპანეთის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული;

B ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ლატვიის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული;

C ჯგუფი: სერბეთი, ს. სუდანი, აშშ, პუერტო რიკოს საკვალიფიკაციოს გამარჯვებული.

 

ქალთა ტურნირი

A ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, ჩინეთი, პუერტო რიკო;

B ჯგუფი: კანადა, ნიგერია, ავსტრალია, საფრანგეთი;

C ჯგუფი: გერმანია, აშშ, იაპონია, ბელგია.

პლეი ოფში გავლენ ჯგუფებში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები, აგრეთვე ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ლატვიაში ჩაატარებს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეები ჯგუფში ლატვია და ფილიპინები არიან. აქედან ორი გუნდი გადის, ხოლო წარმატების შემთხვევაში, ქართველები კალათბურთელები ნახევარფინალში ბრაზილიის, მონტენეგროსა და კამერუნს შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდება.