კალათბურთი | რატი ანდრონიკაშვილმა ისლანდიაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
რატი ანდრონიკაშვილმა ისლანდიის ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. „ალფტანესმა“, რომლის ღირსებასაც 24 წლის ქართველი კალათბურთელი იცავს, გასვლით შეხვედრაში „სტიარნანთან“ დაძაბულ ბრძოლაში 104:108 წააგო.
ანდრონიკაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და სარგებლიანობის მაჩვენებლით გუნდში მხოლოდ ორ თანაგუნდელს ჩამორჩა. მან მოედანზე გატარებულ 36 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ კლუბს ნოემბრის ბოლოს შეუერთდა, სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ. ამ ეტაპზე „ალფტანესს“ 4 მოგება და 7 მარცხი აქვს, ხოლო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს.