კალათბურთი | რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ისლანდიის ჩემპიონატში გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ისლანდიის ჩემპიონატის გუნდში, „აულფტანესში“ გააგრძელებს.
„აულფტანესი“ 2007 წელს დაარსდა. გუნდი, მესამე სეზონია, ისლანდიის უმაღლეს დივიზიონში გამოდის, ხოლო გასულ სეზონში ნახევარფინალში გასვლაც მოახერხა.
24 წლის ანდრონიკაშვილი კარიერას ამერიკაში, NCAA-ის გუნდში, „კრეიტონში“ იწყებდა. შემდეგ მან რამდენიმე გუნდში ითამაშა, ხოლო ბოლოს ესპანური „ობრადოიროს“ ღირსებას იცავდა.
ისლანდიის ჩემპიონატში ამჟამად „აულფტანესი“ ოთხი გამარჯვებითა და ოთხი მარცხით მეხუთე ადგილზეა.