კალათბურთი | ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლების რაოდენობით NBA-ს ისტორიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში „დენვერმა“ „ჩიკაგო“ სტუმრად 136:120 დაამარცხა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიკოლა იოკიჩმა – სერბმა ცენტრმა არასრულ 34 წუთში სამმაგი დუბლი გაიფორმა – 22 ქულა, 14 მოხსნა და 17 შედეგიანი გადაცემა.
ამ შედეგით 30 წლის კალათბურთელმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია – კარიერაში 182-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და ოსკარ რობერტსონს გადაასწრო. იოკიჩზე წინ მხოლოდ რასელ ვესტბრუკი რჩება, რომელსაც 207 სამმაგი დუბლი აქვს.
„დენვერ ნაგეტსი“ დასავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციაზეა. სერბი ვარსკვლავი კი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 28.9 ქულას, 12.2 ქულას და 10.7 გადაცემას აგროვებს.