კალათბურთი | ნიკოლა იოკიჩი სამმაგი დუბლების რაოდენობით ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა #1TVSPORT
კალათბურთი | ნიკოლა იოკიჩი სამმაგი დუბლების რაოდენობით ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ შეხვედრაში „დენვერ ნაგეტსი“ „ნიუ იორკ ნიქსთან“ ოვერტაიმში დამარცხდა – 127:134. მიუხედავად მარცხისა, „დენვერის“ სერბმა ცენტრმა, ნიკოლა იოკიჩი მიმდინარე სეზონში მე-17 სამმაგი დუბლი შეასრულა.

იოკიჩის ანგარიშზე 30 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო, ეს კი მისთვის 181-ე სამმაგი დუბლია NBA-ში. ამ მაჩვენებლით სერბი კალათბურთელი ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა და მასთან მეორე ადგილს იყოფს. რეიტინგის სათავეში 207 სამმაგი დუბლით რასელ უესტბრუქია.

32 წლის იოკიჩი „დენვერის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 2023 წელს ჩემპიონობაც მოიპოვა. სერბი 2021, 2022 და 2024 წლებში სეზონის MVP გახდა, ხოლო 2023 წელს – ფინალების MVP.