კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

დღეს, 13 მაისს დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი 20:50 საათიდან შემოგთავაზებთ.

მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, მათ შორის იქნება 12 ევროპული ნაკრები.

წილისყრამდე მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებები კალათებში გაანაწილა. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია.

პირველი, მეოთხე, მეხუთე და მერვე კალათის გუნდები A, C, E და G ჯგუფებში მოხვდებიან, ხოლო მეორე, მესამე, მეექვსე და მეშვიდე კალათებიდან B, D, F და H ჯგუფები დაკომპლექტდება.

პირველი ეტაპი

32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება – თითოეულში 4 გუნდი. ჯგუფის ფარგლებში ყველა ნაკრები ერთმანეთს ორჯერ, შინ და გარეთ შეხვდება. ჯგუფის საუკეთესო 3 გუნდი მომდევნო ეტაპზე გადის.

მეორე ეტაპი

მეორე ეტაპზე გუნდები 4 ახალ ჯგუფში გადანაწილდებიან. პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები გათვალისწინებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

გუნდები ახალ ჯგუფებში დაუპირისპირდებიან იმ ნაკრებებს, რომელთაც არ შეხვედრიან პირველ ეტაპზე ორჯერ, შინ და სტუმრად. თითო ჯგუფიდან საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიო თასზე ითამაშებს.

კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატი კატარში ჩატარდება. ტურნირი 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით შედგება. საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს მუნდიალზე ისტორიაში პირველად ითამაშა და პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია.