კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ საქართველოს ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში მე-10 ადგილზეა #1TVSPORT
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ ფიბა-მ ევროპული ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო მე-10 ადგილზეა.
„ტენერიფეში მომდევნო კვირა ნამდვილად ემოციური იქნება. გიორგი შერმადინი – მშვიდი გოლიათი, რომელმაც 2019 წლიდან „ტენერიფეში“ საკუთარი სახლი იპოვა, ამჯერად სტუმართა გასახდელში შევა, ხოლო ადგილობრივ გულშემატკივრებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამოსცადონ, რას ნიშნავს ესპანეთის ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო კალათბურთელის წინააღმდეგ თამაში.
თად მაკფადენიც განაცხადშია და თორნიკე შენგელიაც. მათ უდიდესი გამოცდილება აქვთ. ისეთი შეგრძნება გრჩება, რომ ეს ბიჭები არ ბერდებიან – თითქოს ყველა მათგანი 2031 წელსაც ითამაშებს“, – წერს ფიბა-ს ოფიციალური გვერდი.
რეიტინგში პირველ ადგილზე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანიაა, ხოლო მეორე პოზიციას გასული ევრობასკეტის ფინალისტი თურქეთი იკავებს.

საქართველოს ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფს უკრაინასთან მატჩით გახსნის – შეხვედრა 27 ნოემბერს თბილისში ჩატარდება, ხოლო 30 ნოემბერს ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ესპანეთს შეხვდება. ამ ნაკრებების გარდა, ჯგუფში დანიის ეროვნული გუნდიც გამოდის, მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში კი სამი საუკეთესო შედეგის მქონე გადაინაცვლებს.