კალათბურთი | მარკის რიდმა თურქეთის ჩემპიონატში „ტრაბზონსფორს“ 30 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | მარკის რიდმა თურქეთის ჩემპიონატში „ტრაბზონსფორს“ 30 ქულა შესძინა #1TVSPORT

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურში საქართველოს ნაკრების ლეგიონერის, მარკის რიდის „ტრაბზონსფორმა“ „ფეთქიმ სპორს“ უმასპინძლა და 84:90 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების წევრი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო – მან 35 წუთში „ტრაბზონსფორს“ 30 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მან თამაშიდან 10 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა 9-დან 9 საჯარიმო.

თურქეთის ჩემპიონატში 17-9 ბალანსით „ტრაბზონსფორი“ ამჟამად მეოთხე ადგილზეა. შემდეგი მატჩი მარკის რიდის გუნდს 19 აპრილს „ფენერბახჩესთან“ ელის.