საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის, მარკის რიდის გუნდი „ტრაბზონსფორი“ თურქეთის ჩემპიონატში „ბაშჩეშეჰირს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 71:81 დამარცხდა.
მარკის რიდმა აღნიშნულ მატჩში მოედანზე 32 წუთი გაატარა და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – 14 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა.
„ტრაბზონსფორი“ თურქეთის უმაღლეს ლიგაში ამჟამად 16 მოგებითა და 8 მარცხით მეოთხე ადგილზეა.
რაც შეეხება მარკის რიდს, ის ჩემპიონატში საშუალოდ 23 ქულაზე მეტს აგროვებს და გასული ტურის საუკეთესო მოთმაშედაც დაასახელეს.