კალათბურთი | მარკის რიდი - მადლობა, საქართველო, ჩვენ სამუდამოდ ოჯახი ვიქნებით #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ამერკელმა ახალწვეულმა, მარკის რიდმა სადებიუტო მატჩებში ქართველი გულშემატკივარი გულგრილი ვერ დატოვა. მან დანიასთან ორ მატჩში 37 ქულა ჩააგდო. ჩვენმა გუნდმა კი ორივე შემთხვევაში დამაჯერებლად გამარჯვა.
მარკისმა თურქეთში დაბრუნების შემდეგ „ინსტაგრამზე“ საქართველოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„ეს რა გამოცდილება იყო! მადლობა, საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით. ჩვენ სამუდამოდ ოჯახი ვიქნებით.
შევხვდი შესანიშნავ გუნდს და საოცარ გულშემატკივრებს, რომლებმაც დიდებული მხარდაჭერა მანახეს. მოუთმენლად ველი, რომ ისევ გავიმეორებთ“.