კალათბურთი | მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგაში მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ 93:86 დაამარცხა.

მარკოიშვილმა „მონაკო“ მარტის დასაწყისში, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ბერძენმა ვასილის სპანულისმა დატოვა.

„ბარსელონას“ წინააღმდეგ „მონაკოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანები ამერიკელი გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი (16 ქულა) და ფრანგი ელი ოკობო (16 ქულა) იყვნენ.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 6 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.

ამ მომენტისთვის „მონაკო“ 21 გამარჯვებითა და 16 მარცხით ევროლიგაში მე-8 ადგილზეა, ხოლო „ბარსელონა“ (20 მოგება, 17 მარცხი) მე-10 ადგილს იკავებს. ორივე გუნდი პლეიინის ზონაშია. 20 გუნდიდან პლეი ოფში პირდაპირი წესით 6 გუნდი გადის, ხოლო 4 გუნდი პლეიინში გააგრძელებს ბრძოლას. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა.