„დალას მავერიქსის“ 19 წლის უკანახაზელმა, კუპერ ფლეგმა NBA-ს რეკორდი დაამყარა – ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ შეხვედრაში 49 ქულა მიითვალა.
ახალგაზრდა მოთამაშის გუნდი – „დალას მავერიქსი“ „შარლოტ ჰორნეტსთან“ 121:123 დამარცხდა, ფლეგის შედეგი კი ასეთი იყო – 49 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ერთი დაფარება. ამერიკელმა კალათბურთელმა 17 ორქულიანი, 3 სამქულიანი და 6 საჯარიმო ჩააგდო.
ფლეგი 2025 წლის NBA-ს დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. მიმდინარე სეზონში კი საშუალოდ 18,8 ქულას, 6,4 მოხსნასა და 4,1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
19 წლის მოთამაშემ კლიფ რობინსონის მიერ 1980 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა – მის ანგარიშზე ერთ შეხვედრაში მოპოვებული 45 ქულა იყო.