კალათბურთი | კუპერ ფლეგი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც შეხვედრაში 50-ზე მეტი ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

„დალას მავერიქსის“ ფორვარდი კუპერ ფლეგი NBA-ს ისტორიაში შევიდა – ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც შეხვედრაში 50-ზე მეტი ქულა მოიპოვა.

ფლეგმა „ორლანდო მეჯიქთან“ შეხვედრაში (127:138) თავის გუნდს 51 ქულა შესძინა. მოედანზე გატარებულ 34 წუთში 19 წლისა და 103 დღის მოთამაშემ 6 სამქულიანი, 13 ორქულიანი და 7 საჯარიმო ჩააგდო.

აქამდე აღნიშნული რეკორდი ბრენდონ ჯენინგს ეკუთვნოდა – მან 2009 წელს „გოლდენ სტეიტთან“ შეხვედრაში „მილუოკის“ 55 ქულა მოუტანა. ჯენინგსი მაშინ 20 წლისა და 52 დღის იყო.

კუპერ ფლეგი მთავარი ფავორიტია, რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ NBA-ს წლის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელონ. ის სეზონში საშუალოდ 20.8 ქულას, 6.6 მოხსნასა და 4.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.