კალათბურთი | კევინ დურანტი NBA-ს ყველა დროის მეექვსე ბომბარდირი გახდა #1TVSPORT
NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს „ჰიუსტონმა“ საკუთარ მოედანზე 119:110 დაამარცხა „ნიუ ორლეანი“. ჰიუსტონელთა ფორვარდმა, კევინ დურანტმა 18 ქულა დააგროვა, რის შემდეგაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. დურანტის ანგარიშზე 31 562 ქულაა. მან ორი ქულით გაასწრო „დალასის“ ლეგენდას, დირკ ნოვიცკის (31 560 ქულა).
ახლა დურანტზე წინ NBA-ს ყველა დროის ბომბარდირებს შორის ხუთი კალათბურთელია:
- ლებრონ ჯეიმსი – 42 727
- ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 38 387
- კარლ მელოუნი – 36 928
- კობი ბრაიანტი – 33 643
- მაიკლ ჯორდანი – 32 292