კალათბურთი | ისტორიაში პირველად - თსუ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT
კალათბურთი | ისტორიაში პირველად - თსუ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT

დრამატული ფინალით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კალათბურთში. გადამწყვეტ სერიაში ერთმანეთს „რუსთავი“ და თსუ დაუპირისპირდნენ. თანაბარ ბრძოლაში საწყისი ოთხი მატჩის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო.

საჩემპიონო შეხვედრა რუსთავში გაიმართა და თსუ-ს გამარჯვებით 87:75 დასრულდა – 3:2 სერიაში. ეს გახლდათ თსუ-ს ისტორიაში პირველი ჩემპიონობა, თუმცა ეს გუნდი წლების განმავლობაში იბრძოდა მაღალი შედეგებისთვის და საქართველოს თასიც არაერთხელ მოუგია.

გადამწყვეტ მატჩში თსუ-ს 31 ქულით შეეწია ამერიკელი ჯიმონ ჰენსონი, 11 ქულა და 9 პასი მოაგროვა გიორგი ცინცაძემ. „რუსთავში“ კი 21 ქულით ლევან ბაბილოძე გამოირჩა, 20 ქულა და 7 პასი ჰქონდა ტრეი კროფტს.