კალათბურთი | „ინდიანა პეისერსთან“ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა „ტორონტო რეპტორსს“ 12 ქულა შესძინა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ინდიანა პეისერსთან“ გამართა და 129:111 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა ოთხი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში 22-22 ქულა ჰქონდათ რჯ ბარეტსა და იაკუბ პოეტლს.
ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო, ხოლო, ჯამში, 8 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 18 ნოემბერს „შარლოტ ჰორნეტსთან“ ჩაატარებს.