კალათბურთი I საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა B დივიზიონში კოსოვო დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში კოსოვოს ნაკრები 80:70 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი მოედანზე ბაქარ ბერეკაშვილი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. მას სათანადოდ დაეხმარნენ გიორგი ნაცვლიშვილი (10 ქულა), სერგი ნინუა (13 ქულა), გიორგი სულაბერიძე (12 ქულა) და გიორგი ოჩხიკიძე (14 ქულა).
B დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველომ უკრაინის ნაკრებთან 55:82 წააგო.
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების თამაშებს განრიგი:
7 ივლისი – საქართველო VS უკრაინა 55:82
8 ივლისი – კოსოვო VS საქართველო, 70:80
11 ივლისი – საქართველო VS შვედეთი, 20:30
12 ივლისი – აზერბაიჯანი VS საქართველო, 23:00