კალათბურთი I საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა და C დივიზიონის ნახევარფინალშია #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ანდორაში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობს. გუშინ ჩვენი გუნდი სომხეთს შეხვდა და მეტოქე 77:61 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო სალომე სვანი, რომელმაც 32 ქულა დააგროვა. სალომემ თამაშიდან 20-ჯერ ესროლა და 6-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა. მან ასევე 22-დან 18 საჯარიმო ჩააგდო. სალომე სვანმა წინა შეხვედრაში გიბრალტართან 62 ქულის დაგროვება შეძლო.
ჩვენმა გუნდმა ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დაძლია და გათამაშების ნახევარფინალში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. მატჩი 22 ივლისსაა დაგეგმილი.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში მალტის ნაკრები ანდორას შეხვდება.