კალათბურთი I საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა C დივიზიონის ნახევარფინალში აზერბაიჯანთან ბოლო წამზე წააგო #1TVSPORT
კალათბურთი I საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა C დივიზიონის ნახევარფინალში აზერბაიჯანთან ბოლო წამზე წააგო #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალში აზერბაიჯანის ნაკრებთან ბოლო წამზე მიღებული ორქულიანით, 72:74 დამარცხდა.

ნახევარფინალური მატჩის მეოთხე მეოთხედს საქართველოს ნაკრები რვაქულიანი უპირატესობით შეხვდა და შეხვედრის ბოლომდე მეტოქე წინ არ გაუშვია. გადამწყვეტი აღმოჩნდა აზერბაიჯანის ნაკრების უკანასკნელი შეტევა. მაშინ, როდესაც ანგარიში 72:72 იყო და მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წამი რჩებოდა, შილან აკბინგოლმა ქართველების ფარს შეუტია და ორქულიანი ზუსტად შეასრულა, საქართველოს კი შეტევისთვის დრო აღარ დარჩა.

ჩვენი გუნდის მხრიდან მოედანზე საუკეთესო სალომე სვანი იყო, რომელიც ტურნირზე საქართველოს ნაკრების ბომბარდირიც გახდა. სალომემ 23 ქულა ჩააგდო. 15 ქულა ჰქონდა ლიზი აბრამიშვილს, ხოლო 8 ქულით თავისიანებს დაეხმარა ანასტასია ტუღუში.

შედეგად, C დივიზიონის ფინალში აზერბაიჯანის ნაკრები გავიდა და ტურნირის მასპინძელს, ანდორას დაუპირისპირდება. სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ B დივიზიონის საგზურისთვის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ნაკრები მესამე ადგილისთვის თამაშში მალტას შეხვდება.