კალათბურთი I გიბრალტართან სალომე სვანის ანგარიშზე 62 ქულა იყო - საქართველომ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი I გიბრალტართან სალომე სვანის ანგარიშზე 62 ქულა იყო - საქართველომ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ანდორაში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობს. გუშინ ჩვენი გუნდი გიბრალტარს შეხვდა და მეტოქე 120:32 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო სალომე სვანი, რომელმაც 62 ქულა დააგროვა. სალომემ 27 დან 18 ორქულიანი, 14 დან 6 სამქულიანი და 11 დან 8 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ამასთან ერთად, მან 16 ჩაჭრა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი პასიც ჩაიწერა აქტივში.

საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონის A ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა მალტასთან 74:79 წააგო. იმ მატჩში სალომე სვანმა 37 ქულა ჩააგდო.

ჩვენი გუნდი  ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრას 20 ივლისს სომხეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლისთვის საქართველოს გამარჯვება სჭირდება.