კალათბურთი I B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ირლანდია 25 ქულით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონში მე-13/მე-16 ადგილისთვის ბრძოლაში ირლანდიის ნაკრები 25 ქულის სხვაობით, 92:67 დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში კი ქართველმა კალათბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. მესამე მეოთხედი კოტე ტუღუშის გუნდმა – 25:13, ხოლო მეოთხე მეოთხედი 25:19 მოიგო.
ქართველების მხრიდან მოედანზე საუკეთესო გიორგი მესხი იყო, მან 19 ქულა დააგროვა. 18 ქულა ჰქონდა სერგი ნინუას, ხოლო 14 – გიორგი ნაცვლიშვილს.
საქართველოს ნაკრები სკოპიეში მიმდინარე ტურნირზე გამოსვლას მე-13 ადგილისთვის მატჩით დაასრულებს. ჩვენი გუნდი ხვალ, 16 ივლისს ლატვიას დაუპირისპირდება.