კალათბურთი | გოგონათა ჩელენჯერი თბილისში [ვიდეო] #1TVSPORT

9 აგვისტოს თბილისში სტარტს აიღებს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მალტის, სომხეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი 9 აგვისტოს რომ დაიწყება, 14-მდე გასტანს. ყოველ დღე თბილისის სპორტის სასახლეში 2-2 მატჩი ჩატარდება, ხოლო 12 აგვისტოს ტურნირზე დასვენების დღეა.

ორი დღეა, ევროჩელენჯის მონაწილე ნაკრებები თბილისში ჩამოვიდნენ და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დაბინავდნენ. გუნდები სპორტის სასახლეში ვარჯიშობენ და მოახლოებული ტურნირისთვის ემზადებიან. ტურნირზე გამარჯვებული ერთი წრის ჯამში გამოვლინდება.