კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ მორიგი მატჩი „კლივლენდის“ წინააღმდეგ ჩაატარა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ მორიგი მატჩი „კლივლენდის“ წინააღმდეგ ჩაატარა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართა და 105:119 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან ლიმიტირებული დრო, 5 წუთი მიიღო – მის ანგარიშზე 2 ქულა და 6 მოხსნა იყო. ბითაძემ ერთი ორქულიანი ჩააგდო.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა პაოლო ბანკეროს ჰქონდა – 27.

ქართველი მოთამაშის გუნდი 23 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 29 იანვარს „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებს.