კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ გასვლითი მატჩი „კლივლენდთან“ გამართა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართა და 131:136 დამარცხდა.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 13 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ 4 ქულას, 2 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას და ერთ ჩაჭრას მოუყარა თავი.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო პაოლო ბანკერო 36 ქულით.
ბითაძის „ორლანდო“ 38 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა.