კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს თასის ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში დასკვნით ფაზაში შედის შუასასეზონო ტურნირი NBA-ს თასი.

მეოთხედფინალურ ეტაპზე გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მაიამი ჰიტი“ 117:108 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ბითაძემ შეხვედრაში 17 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ 3 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 37 ქულით დესმონდ ბეინი გახლდათ, მან ასევე 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ნახევარფინალში „ორლანდოს“ მეტოქე „ნიუ იორკ ნიქსი“ იქნება. მატჩი 14 დეკემბერს შედგება.