კალათბურთი | გოგა ბითაძის 10 ქულა - „ორლანდომ“ „ფილადელფია“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ფილადელფიის“ წინააღმდეგ გამართა და 144:103 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ბითაძემ ხუთი ორქულიანი ჩააგდო.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში გამორჩეული იყო ენტონი ბლექი, რომელმაც მატჩი 31 ქულითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
ქართველი მოთამაშის გუნდი 11 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 29 ნოემბერს „დეტროიტ პისტონსთან“ ჩაატარებს.
ბითაძე და მამუკელაშვილი ნოემბრის სანაკრებო მატჩებში საქართველოს ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან, რადგან NBA-ს კლუბები მოთამაშეებს სეზონის დროს გუნდების დატოვების უფლებას არ აძლევენ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 27 ნოემბერს – უკრაინას, ხოლო 30 ნოემბერს ესპანეთს შეხვდება.