კალათბურთი | გოგა ბითაძემ „ორლანდო მეჯიქს“ „სან ანტონიოსთან“ მატჩში 8 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძემ „ორლანდო მეჯიქს“ „სან ანტონიოსთან“ მატჩში 8 ქულა შესძინა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართა და 112:114 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი დაფარება და ერთი ჩაჭრა შესძინა. ბითაძემ ოთხი ორქულიანი ჩააგდო.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა გერმანელ ფრანც ვაგნერს ჰქონდა – 25.

ქართველი მოთამაშის გუნდი 13 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 6 დეკემბერს „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებს.