კალათბურთი | გოგა ბითაძემ „მაიამი ჰიტთან“ მატჩში „ორლანდო მეჯიქს“ 8 ქულა და 8 მოხსნა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძემ „მაიამი ჰიტთან“ მატჩში „ორლანდო მეჯიქს“ 8 ქულა და 8 მოხსნა შესძინა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართა და 106:105 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 20 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 8 ქულა, 8 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება შესძინა. ბითაძემ სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა გერმანელ ფრანც ვაგნერს ჰქონდა – 32.

ქართველი მოთამაშის გუნდი 14 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 7 დეკემბერს „ნიუ იორკ ნიქსთან“ ჩაატარებს.

ასევე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ და საკუთარ მოედანზე „შარლოტ ჰორნეტსთან“ 86:111 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 დაფარება და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო. „ტორონტო“ ამჟამად 15 გამარჯვებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრა 7 დეკემბერს „ბოსტონ სელტიქსთან“ ელის.