კალათბურთი | გოგა ბითაძემ „დალასთან“ მატჩში „ორლანდოს“ 8 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძემ „დალასთან“ მატჩში „ორლანდოს“ 8 ქულა შესძინა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „დალას მავერიქსთან“ გამართა და 115:114 გაიმარჯვა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 12 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა – მან ოთხიდან ოთხი ორქულიანი გამოიყენა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო და სილვა 19 ქულით.

ბითაძის „ორლანდო“ 33 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.