კალათბურთი | გიორგი შერმადინმა წლის ბოლო მატჩში „გრანადასთან“ „ტენერიფეს“ 10 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე ბექა ბურჯანაძის „გრანადას“ დაუპირისპირდა და 80:75 გაიმარჯვა.
შერმადინმა მოედანზე 26 წუთი გაატარა – მან თავის გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 4 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
„გრანადას“ რიგებში ითამაშა ბექა ბურჯანაძემ – მის ანგარიშზე 5 ქულა, 4 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო.
„ტენერიფეს“ შემადგენლობაში გიორგი შერმადინზე მეტი ქულა მხოლოდ ერთ მოთამაშეს, ბრაზილიელ გამთამაშებელ მარსელინიო უერტასს ჰქონდა – 24.
ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ „ტენერიფეს“ 9 მოგება აქვს და მე-4 ადგილზეა, ხოლო „გრანადა“ ერთი გამარჯვებით ბოლო, მე-18 ადგილზეა.