კალათბურთი | გიორგი შერმადინმა „ვალენსიასთან“ მატჩში „ტენერიფეს“ 11 ქულა შესძინა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და 79:96 დამარცხდა.
შერმადინმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ოთხი ორქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეს“ ესპანეთის ლიგაში 10 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩში შერმადინის გუნდი სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდება.