კალათბურთი | გიორგი შერმადინმა სანაკრებო მატჩებამდე „ტენერიფეს“ რიგებში ჩატარებულ შეხვედრაში 11 ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და 84:79 გაიმარჯვა.
შერმადინმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ოთხი ორქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო. მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა 13 შეადგინა.
ეს იყო შერმადინის ბოლო მატჩი კლუბში სანაკრებო შეხვედრებამდე. 27 ნოემბერს ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თბილისში ბოლო თამაშს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.